კურსი
Tech English: კურსის აღწერა
ორი დონე, მოდულები და მოკლე გაკვეთილები: ვიდეო, ტექსტი, აუდიო, PDF და ლექსიკა. ყოველი მოდული ტესტით სრულდება, ყოველი დონე - დასკვნითი ტესტით და სერტიფიკატით.
A1/A2
დამწყები
ინგლისური IT-ში მუშაობისთვის ნულიდან: გაცნობა და პროფესიები, კომპიუტერი და პროგრამები, ვებგვერდები, მონაცემები, ქსელები და უსაფრთხოება. ახსნა ქართულად.
- ხანგრძლივობა
- ~10 კვირა · 20 საათი
- სილაბუსი
- 5 მოდული · 20 გაკვეთილი
- ფორმატი
- ონლაინ, საკუთარ ტემპში
- ღირებულება
- უფასო
პროფესიული მიზნებისთვის განკუთვნილი ინგლისური ენის კურსი ითვალისწინებს მონაწილეთა ენობრივი კომპეტენციების გაზრდას და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობისათვის საჭირო საკომუნიკაციო უნარების განვითარებას. Tech English კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ლექსიკას, აუცილებელ ტერმინოლოგიას, ფრაზეოლოგიას, გრამატიკის იმ ასპექტებს, რომელიც მნიშვნელოვანია წინადადებების ასაგებად და ტექსტის გასააზრებლად.
სასწავლო კურსი მოიცავს 20 გაკვეთილს შემდეგ თემებზე: Meeting People, Working in the IT Industry, Computer Systems: Hardware and Software, Websites and Their Layout, Website Analytics, Database Basics, Data Storage and Processing, E-commerce, Network System, IT Support, IT Security and Safety.
თითოეული გაკვეთილი ორიენტირებულია კითხვისა და მოსმენის უნარის განვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თემატურ ლექსიკას და ICT მიმართულებით გავრცელებული ტერმინების გამოყენებას.
რას შეძლებ დონის ბოლოს
- შემიძლია საბაზისო (A დონის) ტექ ინგლისური ტერმინოლოგიისა და გრამატიკის გამოყენება.
- შემიძლია კურსში მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენება.
- შემიძლია თავის და კოლეგების წარდგენა და IT პროფესიების, კომპიუტერის ნაწილებისა და პროგრამების დასახელება.
- შემიძლია ვებგვერდის აღწერა და მონაცემებზე, ქსელებსა და უსაფრთხოებაზე საუბარი.
სილაბუსი
-
01
გაცნობა და პროფესიები IT-ში
Introduction: Essential Technology Vocabulary in English · How to Introduce yourself · Working in the IT Industry 1 · Working in the IT Industry 2
-
02
რიცხვები, ტექნიკა და პროგრამები
Numbers · Computer Hardware · Computer Software · Websites
-
03
ვებგვერდები და მონაცემები
Web Analytics · A Homepage Layout · Website Descriptions · Database Basics and Data Storage
-
04
ზმნები, მოთხოვნები და ელკომერცია
Verb tour · How much/ How many? Few/Little · E-commerce: Trading Goods and Services Online · Network infrastructure and Modal verbs
-
05
ქსელები, მხარდაჭერა და უსაფრთხოება
Network infrastructure 2 and Past indefinite tense · IT support, repair and safety · IT Security and Present Perfect Tense · Computer Dos and Don’ts
სასწავლო რესურსები
- სახელმძღვანელო: English for Information Technology 1, Course Book - Maja Olejniczak, Pearson Education, 2011
- სახელმძღვანელოს აუდიო მასალა YouTube-ზე
- სიტყვების გამოთქმა, მაგალითები და კონტექსტი - ცალენოვანი ლექსიკონები: Merriam-Webster, Collins, Oxford Learner’s Dictionaries
სერტიფიკატი
როცა ყველა მოდულს დაასრულებ და დასკვნით ტესტს მინიმუმ 70%-ით ჩააბარებ, მიიღებ BTU-ს A1/A2 დონის სერტიფიკატს უნიკალური კოდით. სერტიფიკატის გაზიარება LinkedIn-ის პროფილზეც შეგიძლია.
B1/B2
საშუალო
პროფესიული ინგლისური ტექნოლოგიურ სამყაროში: კოდი, ფრონტენდი და ბექენდი, UX დიზაინი, ციფრული მარკეტინგი, ჰოსტინგი, ცხრილები და პროექტების მართვა.
- ხანგრძლივობა
- ~10 კვირა · 20 საათი
- სილაბუსი
- 5 მოდული · 20 გაკვეთილი
- ფორმატი
- ონლაინ, საკუთარ ტემპში
- ღირებულება
- უფასო
პროფესიული მიზნებისთვის განკუთვნილი ინგლისური ენის კურსი ითვალისწინებს მონაწილეთა ენობრივი კომპეტენციების გაზრდას და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობისათვის საჭირო საკომუნიკაციო უნარების განვითარებას. Tech English კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ლექსიკას, აუცილებელ ტერმინოლოგიას, ფრაზეოლოგიას, გრამატიკის იმ ასპექტებს, რომელიც მნიშვნელოვანია წინადადებების ასაგებად და ტექსტის გასააზრებლად.
სასწავლო კურსი მოიცავს 20 გაკვეთილს შემდეგ თემებზე: Jobs in IT Industry, Digital Literacy, IT Workplace Rules, Computer Instructions, Coding, Frontend and Backend Development, UX Design, Digital Marketing, VPN, Operating Systems, Spreadsheet, Web Hosting, Social Media, Software Development. კურსზე დასაწყებად ინგლისური მინიმუმ A2 დონეზე უნდა იცოდე.
თითოეული გაკვეთილი ორიენტირებულია კითხვისა და მოსმენის უნარის განვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თემატურ ლექსიკას და ICT მიმართულებით გავრცელებული ტერმინების გამოყენებას.
რას შეძლებ დონის ბოლოს
- შემიძლია B დონის ტექ ინგლისური ტერმინოლოგიისა და გრამატიკის გამოყენება.
- შემიძლია კურსში მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენება.
- შემიძლია ავხსნა, რას აკეთებენ სხვადასხვა IT სპეციალისტები, და ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციის მიცემა.
- შემიძლია ვისაუბრო კოდზე, ვებდეველოპმენტზე, UX დიზაინზე, ციფრულ მარკეტინგსა და პროექტის დაგეგმვაზე.
სილაბუსი
-
01
სამუშაო IT-ში
Jobs in IT Industry · Digital Literacy · IT Workplace Rules · Warm-up Exercise and Computer Instructions
-
02
კოდი, დეველოპმენტი და დიზაინი
What is Coding? · Frontend and Backend Development · Regular and Irregular verbs! Phrasal verbs! · UX Design
-
03
მარკეტინგი, ვებგვერდები და სისტემები
Digital Marketing · Websites and Devices · Vocabulary Check · Operating Systems
-
04
მეილები, ცხრილები, ჰოსტინგი და სოციალური მედია
Tense Review · Spreadsheets · Web Hosting · Social Media
-
05
იდიომები და პროგრამული პროექტები
Idiomatic Expressions · Software Development · Software Deployment, Data retrieval · Gantt Chart
სასწავლო რესურსები
- სახელმძღვანელო: English for Information Technology 2, Course Book - Maja Olejniczak, Pearson Education, 2011
- სახელმძღვანელოს აუდიო მასალა YouTube-ზე
- სიტყვების გამოთქმა, მაგალითები და კონტექსტი - ცალენოვანი ლექსიკონები: Merriam-Webster, Collins, Oxford Learner’s Dictionaries
სერტიფიკატი
ყველა მოდულის დასრულებისა და დასკვნითი ტესტის მინიმუმ 70%-ით ჩაბარების შემდეგ მიიღებ BTU-ს B1/B2 დონის სერტიფიკატს უნიკალური კოდით. სერტიფიკატი შეგიძლია LinkedIn-ზე გააზიარო და დამსაქმებელს აჩვენო.