პერსონალური მონაცემების დაცვა

ეს გვერდი აგიხსნის, რა მონაცემებს ვაგროვებთ btulanguagelab.com-ზე, რატომ და როგორ ვიცავთ მათ. მონაცემებს ვამუშავებთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ვიცავთ GDPR-ის პრინციპებს.

ვინ ამუშავებს მონაცემებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU), განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი.

რა მონაცემებს ვაგროვებთ

  • ანგარიში: სახელი, გვარი, ელფოსტა და პაროლი (დაშიფრული სახით). თუ Google-ით ან Microsoft-ით შედიხარ, ვიღებთ მხოლოდ სახელს და ელფოსტას.
  • მოკლე პროფილი: რეგიონი, ასაკობრივი ჯგუფი, განათლება, დასაქმების სტატუსი და სფერო, რომელიც გაინტერესებს.
  • სწავლის მონაცემები: გავლილი გაკვეთილები, ტესტების შედეგები, სერტიფიკატები.
  • ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი და სესიის cookie, რომელიც საჭიროა სისტემაში შესასვლელად.

რისთვის ვიყენებთ

  • კურსის, პროგრესის აღრიცხვისა და სერტიფიკატების მოწოდებისთვის;
  • სასწავლო შეტყობინებების გასაგზავნად (შეხსენებებს პროფილიდან გამორთავ);
  • ანგარიშებისთვის დონორებსა და პარტნიორებს - მხოლოდ შეჯამებული, ანონიმური სახით (მაგ. რამდენი მონაწილეა თითოეული რეგიონიდან).

მონაცემებს არ ვყიდით და არ ვუზიარებთ მესამე პირებს სარეკლამო მიზნით.

რამდენ ხანს ვინახავთ

ანგარიშის მონაცემებს ვინახავთ, სანამ ანგარიში აქტიურია. ანგარიშს ნებისმიერ დროს წაშლი პროფილიდან. გაცემული სერტიფიკატის კოდი, სახელი და თარიღი რეესტრში რჩება, რათა სერტიფიკატის ნამდვილობის შემოწმება კვლავ იყოს შესაძლებელი.

შენი უფლებები

შეგიძლია მოითხოვო შენი მონაცემების ნახვა, გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა და გადატანა, ასევე ნებისმიერ დროს გამოიხმო თანხმობა. ჩამოტვირთე შენი მონაცემები პროფილის გვერდიდან ან მოგვწერე. უფლება გაქვს, საჩივრით მიმართო საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

კონტაქტი

კითხვები მონაცემების დაცვაზე მოგვწერე კონტაქტის გვერდიდან.

ბოლო განახლება: 12 ოქტომბერი 2026