კურსი
Tech English-ის კურსი უფასოა. პლატფორმას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) მართავს.
ანგარიში
- ერთ ადამიანს ერთი ანგარიში აქვს. ანგარიშს სხვას ნუ გაუზიარებ.
- რეგისტრაციისას მიუთითე ნამდვილი სახელი და გვარი - ის სერტიფიკატზე დაიბეჭდება.
ტესტები და სერტიფიკატი
- ტესტები დამოუკიდებლად უნდა გაიარო.
- სერტიფიკატი გაიცემა, როცა დონის ყველა მოდულს დაასრულებ და დასკვნით ტესტს მინიმუმ 70%-ით ჩააბარებ.
- თუ სერტიფიკატი არაკეთილსინდისიერად იქნა მიღებული, BTU-ს შეუძლია მისი გაუქმება.
მასალები
ვიდეოლექციები და სასწავლო მასალები მხოლოდ პირადი სწავლისთვისაა. მათი გავრცელება BTU-ს თანხმობის გარეშე არ შეიძლება.